საზოგადოება
„ჯურღმულში და გვირაბში არ ვაცხოვრებთ სანდრა რულოვსის მეუღლეს, კარგი, გამართული საკნები გვაქვს“ – ბიძინა ივანიშვილი

  საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გორში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

 „ეს ბელადი, გაქცევაში მყოფი ყვარყვარე უკრაინიდან იმოძღვრება და “წარღვნა” სიტყვას იყენებს. რაღაც გვირაბებს უთხრის მეუღლე. სხვათა შორის, ჩვენ არც ისე შორს ვართ უკვე ევროპიდან ამ მხრივ, სასჯელაღსრულებას მოვიყვან მაგალითად. ჯურღმულში და გვირაბში არ ვაცხოვრებთ სანდრა რულოვსის მეუღლეს, კარგი, გამართული საკნები გვაქვს. თავის დროზე სოზარ სუბარმა ააშენა, როცა მინისტრი იყო. ძალიან მძიმე და ცუდ მდგომარეობაში არიან. იციან რეიტინგები, იციან რეალობა, რაც ხდება,  იციან, რომ არავინ არაფერს არ გააყალბებს. ისიც იციან, რომ მათ არანაირი რესურსი არ აქვთ”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.