საზოგადოება
საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში, რა ინფორმაციებიც ვრცელდება, ეს გამოძიებული უნდა იყოს, ჩანაწერების ავთენტურობაც უნდა დადგინდეს, მაგრამ ერთი რამ ცხადია - თუკი ვინმეა დაინტერესებული, რომ საქართველოში მშვიდობიანი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს, ეს არის უპირველესად საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს 4-თვიანი წინასაარჩევნო პერიოდი, უპრეცედენტოდ ხანგრძლივი. ჩვენ მოვიწვიეთ რაც შეიძლებოდა მეტი დამკვირვებელი, რომლებიც აკვირდებიან მთელ წინასაარჩევნო პროცესს. ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის განცხადებით, საქართველოში არის უპრეცედენტოდ მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.