საზოგადოება
5 ოქტომბრიდან თბილისში ათი ახალი ავტობუსი იმოძრავებს

  საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. კომპანია MAN Truck & Bus AG-ის ავტობუსები N61 ხაზზე იმუშავებენ. ავტობუსები საქართველოში პოლონეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.

თბილისის მერიას ავტოპარკის განახლების ოთხწლიანი გეგმა აქვს და საბოლოო ჯამში დედაქალაქში 143 ახალი ავტობუსი შემოვა. მძღოლების გადამზადება უკვე დაწყებულია.

ავტოპარკის განახლების პროექტი EBRD-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა და მან პროექტისათვის თბილისის მერიას 27 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა კი 7 მლნ ევროს ოდენობის დაფინანსება გაიღო.