სამართალი
საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უზენაესი სასამართლოს წარდგინებებზე გადაწყვეტილებები გამოაცხადა.
სასამართლომ დაადგინა, რომ მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის პირს აღარ უნდა შეეფარდოს პატიმრობა.
საკონსტიტუციო სასამართლო დაეყრდნო თავის 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებას ბექა წიქარიშვილის სარჩელზე, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ არაკონსტიტუციურია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამომშრალი მარიხუანას 70 გრამამდე შესყიდვისა და მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთას გულისხმობდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე განჩინების გამოქვეყნებისთანავე.