პოლიტიკა
„ნაციონალურ მოძრაობას“ აკო მინაშვილი თუ გადაარჩენს, მეტი საშველი აღარ დარჩათ“ – ბიძინა ივანიშვილი

  საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ასე ხუმრობით უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას -  საარჩევნო კამპანიის დროს ნაცებისა და “ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები რატომ არ სხდებიან ერთმანეთთან დებატებში.

 „აღარაფერი სათქმელი აღარ აქვთ. რაზე უნდა იდებატოსნაციონალურმა მოძრაობამ“? სინდისი, რა თქმა უნდა, გადახაზული აქვთ და შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვთ. სათქმელი აღარ აქვთ, იმდენად ყველა მიმართულებით არის მკვეთრი გაუმჯობესება. ძალიან მძიმე დღეში არიან, აი, აკო მინაშვილი თუ გადაარჩენთ, მეტი არაფერი საშველი აღარ დარჩათ”, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

 ივანიშვილის თქმით, „რუსთავი 2“ მასთან შეხვედრებზე აღარ მიდის.

 „ყოველთვის ვის მიჰყავს ფსონი? „რუსთავი 2“-ია ყველაფრის მოკარნახე. ნახეთ, ჩემთან არცერთ შეხვედრაზე აღარ მოდის. გამებუტნენ, კი არ გამებუტნენ, საკითხი აღარ აქვთ. მაგათი ყველა ტრიუკი ვიცი. კითხვას რომ სვამენ, ვიცი, შიგ რა არის ჩადებული და ვპასუხობ სწორად. დანახვა აღარ უნდათ ჩემი არსად, მიპატიჟებაზეც უარი მითხრეს, აღარ ვუყვარვარ,  მოკლედ“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.