პოლიტიკა
„ნორმალურია, სტალინის ძეგლი მუზეუმის ფარგლებში იყოს“ – ბიძინა ივანიშვილი

  საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ადგილობრივებს სიამაყე რომ აქვთ, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო, ამას ნუ წავართმევთ და ნუ გავაღიზიანებთ“, - ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა “ამერიკის ხმის“ ჟურნალისტის შეკითხვას თავისუფლების ქარტიის ამოქმედების და გორში სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის შესახებ.

 ივანიშვილმა, ასევე, განმარტა, რომ თავისუფლების ქარტიის შესახებ კანონი ცუდად იცის, თუმცა კარგად იცის “ქართული ოცნების“ ევროპული მიდგომები.

 “ჩვენ თუ გვინდა ევროპელობა, ადამიანის თავისუფლებასთან რაც არის ევროპული, ყველაფერი უნდა გავითავისოთ. ჩვენ ისტორიულად ვართ ევროპელები და ადგილს ევროპული ქვეყნების გვერდით დავიკავებთ. „ქართულ ოცნებას“ აქვს სტრატეგია“, -განაცხადა ივანიშვილმა პასუხად შეკითხვაზე - "ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში თავისუფლების ქარტიის იმპლემენტაციას მოახდენს თუ არა.