აქტუალური
JPM-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა - ყველაზე რეიტინგული პარტია 32.7%-ით "ქართული ოცნებაა", "ნაციონალური მოძრაობა" - 12.8%

  საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. კომპანია JPM-მა ტელეკომპანია"იმედის" დაკვეთით სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების რეიტინგი ასეთია:

 "ქართული ოცნება" - 32.7%

 "ნაციონალური მოძრაობა" - 12.8%

 "თავისუფალი დემოკრატები" - 3%

 ლეიბორისტული პარტია - 2.9%

 "პატრიოტთა ალიანსი" - 2.2%

 "სახელმწიფო ხალხისთვის" - 2.1%

 "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" - 1.7%

 რესპუბლიკური პარტია - 0.7%

 გადაწყვეტილება არ მიუღია ან პასუხის გაცემაზე უარს ამბობს 41.3%.

 კვლევა ჩატარდა 16-24 სექტემბერს.

 საქინფორმი მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ გამოკითხულ მოქალაქეთა თითქმის ნახევარი ვერ ჩამოყალიბდა თავის არჩევანში, თუმცა 8 ოქტომბრის არჩევნებამდე თითზე ჩამოსათვლელი დღეები დარჩა. ასევე იმას, რომ ამ გამოკვლევის შედეგებით, მმართველი და ექსმმართველი პარტიების გარდა, ვერცერთმა სხვამ ვერ დაძლია 5%–იანი ბარიერი.