აქტუალური
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ თავის მოქალაქეებს 30 სექტემბერს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

  საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვენებულ განცხადებაშია ნათქვამი, გაფრთხილება უკავშირდება ალეპოში საბრძოლო მოქმედებების გააქტიურების გამო რამდენიმე ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებს.

 “მოსკოვში ყურადღება მიაქციეს რამდენიმე ორგანიზაციის, მათ შორის ისლამური ორგანიზაციების მოწოდებებს 30 სექტემბერს, პარასკევის ლოცვის შემდეგ .. “მრისხანებისა და პროტესტის მსოფლიო დღისგამართვის შესახებ ალეპოში საბრძოლო მოქმედებების ახალი ტალღის გამო”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

 სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ზოგიერთ ქვეყანაში ექსტრემისტები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობას შეეცადონ.

 რუსეთის საგარეო უწყება მოუწოდებს თავის მოქალაქებს, თავი აარიდონ საპროტესტო აქციების გამართვის ადგილებს.