საზოგადოება
საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“, პარტია „გირჩის“ წასვლის შემდეგ, შესაძლოა, გიორგი ვაშაძის პარტია „ახალმა საქართველომაც“ დატოვოს.
ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
„გიორგი ვაშაძესთან ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. მან თქვა, რომ სჭირდება დრო მოფიქრებისთვის. მასთან საუბრის საშუალება არ მქონდა, ხვალ გადაწყდება მისი საკითხი. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.