ხელისუფლება დამსვენებლებს თოვლის ნაცვლად უკრაინელი ლამაზმანებით იზიდავს?!
მცირე ნალექის გამო ზამთრის კურორტებზე დამსვენებლების ნაკლებობაა. ბაკურიანსა და გუდაურში სასტუმროებისა და კოტეჯების ნაწილი დაკეტილია, ნაწილი კი მხოლოდ რამდენიმე დამსვენებელს მასპინძლობს. დაკეტილია საბაგიროებიც, თუმცა ამაში უჩვეულო არაფერია, თოვლი არ არის და შესაბამისად საბაგიროთი არავინ სარგებლობს.
სეზონის გახსნამდე ნომრების დაჯავშნის მაღალი მაჩვენებლის გამო სასტუმროს მეპატრონეები იმედოვნებდნენ, რომ სეზონი წარმატებული იქნებოდა, მაგრამ ახლა ყველა ჯავშანი გაუქმებულია და ადგილობრივები შიშობენ, რომ, თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ტურისტული სეზონი ჩაიშალოს. ხელისუფლება კი მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი. ტურიზმის დეპარტამენტში დაჟინებით აცხადებენ, რომ სეზონი წარმატებული იქნება და მხოლოდ უცხოეთიდან 100 ათასამდე ტურისტს მიიღებენ. ძნელი წარმოსადგენია უკრაინელმა შოუბიზნესის წარმომადგენლება ამდენი ადამიანი მიიზიდოს.