სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა ჩაქვში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა

  საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დაბა ჩაქვში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ქვეგანყოფილების ახალი შენობა გახსნა.

 შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დაბა ჩაქვის ქვეგანყოფილების ახალი, ორსართულიანი შენობა თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა.

 „მჯერა, რომ ახალი, კეთილმოწყობილი შენობა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება და ისინი კიდევ უფრო ეფექტურად შეასრულებენ მათზე დაკისრებულ ურთულეს მოვალეობებს. სამინისტროს თანამშრომლებისთვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით აქტიურად გაგრძელდება ახალი შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.