საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. შსს–ს მიერ გავრცელებული განცხადებით, 27 სექტემბერს მოძრაობა „ქართული ძალის“ აქტივისტებმა გამართეს არასანქცირებული მსვლელობა თბილისში, გმირთა მოედნიდან მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით. მსვლელობის მონაწილეები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, ისროდნენ მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში, აზიანებდნენ წარწერებსა და ბანერებს (ეს შეეხო თურქულ და არაბულ წარწერებიან და თურქების მფლობელობაში მყოფ კაფეებს, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ აქტივისტთა „ნაციონალისტური ქსენოფობიური ლოზუნგებით“ – საქინფორმი).
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. სამართალდამცველებმა არასანქცირებული, აგრესიული მსვლელობა დაშალეს და ხულიგნობის ბრალდებით აღმაშენებლის გამზირზე 11 პირი დააკავეს“.
საქინფორმი: აქტივისტებმა განაცხადეს, რომ თურქები მათ აბუჩად იგდებდნენ, ისინი კი უბრალოდ სოხუმის დაცემის დღეს აღნიშნავდნენ. თუმცა, სხვა ინფორმაციით, ეს იყო მასშტაბური პროვოკაცია, რომელიც არჩევნების წინ სააკაშილის მითითებით მოეწყო.