პოლიტიკა
"გირჩი" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

  საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" პაატა ბურჭულაძის გაერთიანების დატოვების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

 "გვინდა, სანამ ეს მნიშვნელოვანი საკითხი პოლიტიკური მანიპულაციების თემა გახდება, ჩვენს მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს განგიმარტოთ: „გირჩმა“ მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს საარჩევნო პლატფორმა “პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“. ეს არის რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება, რადგან ბლოკს აქვს სერიოზული პრობლემები, როგორც ადამიანური ურთიერთობებისა და მენეჯმენტის, ისე ფინანსური კუთხით. „გირჩი“ არის საკუთარი პრინციპების ერთგული და არსებობს ზღვარი, რომელსაც ჩვენ არასოდეს გადავალთ. სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, „გირჩი“ გამოტოვებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ "გირჩი" რჩება პოლიტიკაში და განაგრძობს ბრძოლას იმ იდეებისა და ფასეულობებისთვის, რომლისაც სჯერა. შევხვდებით შემდეგ არჩევნებზე", - ნათქვამია "გირჩის" განცხადებაში.