აქტუალური
„ბურჭულაძეს პოლიტიკაში აინტერესებს მხოლოდ საკუთარი ხელფასი და ფინანსები“ – პავლე კუბლაშვილი

 საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა „სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვების კომენტირებისას გააკეთა.

 კუბლაშვილის განცხადებით, პარტია „სახელმწიფო - ხალხისთვის“ ლიდერს პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში პირადი ინტერესები აქვს.

 რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის განცხადებას, რომ პავლე კუბლაშვილი მას ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებას სთხოვდა, კუბლაშვილმა განაცხადა:

 „ბევრი რამე შეიძლება მოიგონოს პაატა ბურჭულაძემ,  მაგრამ მგონი,  თვითონაც შერცხვა  ეთქვა, თითქოს მსგავსი საუბარი გვქონდა, არანაირი საუბარი არც დღეს და არც მანამდე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით არ გვქონია. როგორც ჩანს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ბურჭულაძე. მას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა,  საკუთარ თანაპარტიელებთან აქვს ძალიან დიდი ვალდებულებები, რომლებიც რაიონებში აგიტაციას ეწევიან მისი პარტიის სასარგებლოდ. მას არანაირად არ აინტერესებს ამ ხალხის ბედი, ბურჭულაძეს პოლიტიკაში აინტერესებს მხოლოდ ფინანსები”, - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.