საზოგადოება
„ნათელაშვილიც და სააკაშვილიც დღეს ყვარყვარიზმის საუკეთესო განსახიერებაა“ – ბიძინა ივანიშვილი

  საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. შალვა ნათელაშვილი “რასკრუტკაშია“ ნაციონალებთან, “რუსთავი 2“- თან და ტიპური ყვარყვარეა, - ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა პატრიოტიზმთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

 „ყვარყვარე უდიდესი აგრესიის და სიბოროტის სიმბოლოა. დღესაც ახერხებს იგივე “რუსთავი 2“ და იგივე „ნაციონალური მოძრაობა“ ნათელაშვილის „რასკრუტკას“ და „რუსთავი 2”-დან არ ჩამოდის ეს კაცი. დღესაც ცდილობენ, პარლამენტში შეიყვანონ ეს კაცი. რომელ პატრიოტიზმზე საუბრობს ეს ტელევიზია, რომელიც თაღლითურ მეთოდებს იყენებს. თაღლითური მეთოდია ის, რომ გვარამიას მთავარი გმირი გახდა დღეს ნათელაშვილი. კარგად ვიცით, 2006 წელს მათვე აჩვენეს, როდესაც ჯაშუშებისგან, მოღალატეებისგან ფულს იღებდა, 3 დღე სარდაფში იმალებოდა, მერე დაჭერით ემუქრებოდნენ. ბოლო დროს რომ მოვიკითხე, ჩაიგორეს მკლავებში. ნათელაშვილი იყო პირველი, ვინც ამერიკას აგინებდა.  დღეს ამერიკაში ვოიაჟებს უკეთებენ. პირველი ექვსეული „ნაციონალური მოძრაობის“ საყვარელი ხალხით დაუკომპლექტეს და უბერავენ. ნათელაშვილი და სააკაშვილი დღეს ყვარყვარიზმის საუკეთესო განსახიერებაა და „რუსთავი 2“ არის ანარეკლი სიცრუის ტირაჟირების“, -  განაცხადა ივანიშვილმა.