სამართალი
„მე არავისთან არ მჭირდება კოალიცია!“ – სააკაშვილი ბოკერიას წინააღმდეგ

  საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების აუდიოჩანაწერი ინტერნეტში გუშინ გავრცელდა. სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი რევოლუციურ სცენარზე ლაპარაკობს და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს მოუწოდებს, აქტიურად იმოქმედონ. სააკაშვილი აკრიტიკებს გიგა ბოკერიას, რომელიც ამის ნაცვლად კოალიციის შექმნას სთავაზობს, რაც სააკაშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია: „მაშინ შევქმნათ კოალიცია კალაძესთან, ალასანიასთან – და კარგი ბიჭები ვიყოთ!“ – ირონინიულად ამბობს სააკაშვილი.

 აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი, აკაკი ბობოხიძე, პეტრე ცისკარიშვილი და გიგი წერეთელი.

 როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, დაკითხვაზე დაბარებების უწყებები მიიტანეს, რომლის მიღებაზეც იქ უარი განაცხადეს.