პოლიტიკა
„პრეზიდენტმა მარგველაშვილმა არაერთხელ მოუწოდა უკრაინის მთავრობის წარმომადგენელ მიხეილ სააკაშვილს, თავი შეიკავოს საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევისაგან“ – ეკა მიშველაძე

  საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობის შესაქმნელად ამა თუ იმ ჯგუფებს სჭირდებათ ფარული ჩანაწერების გამოყენება და შემდეგ უკვე გავრცელება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

 „ძალიან ადეკვატური იყო შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხი და მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ პრეზიდენტის პოზიციას, მან არაერთხელ მოუწოდა უკრაინის მთავრობის წარმომადგენელს, მაღალჩინოსანს, რომ უმჯობესია, თავი შეიკავოს საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევისაგან და ძალიან კარგი იქნება, თუ ასევე თავშეკავებას გამოიჩენს უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ პროცესში, არჩევნებში რაღაც გარკვეული დაძაბულობის მუხტის შეტანისგანაც”, - განაცხადა მიშველაძემ.