საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ გუშინ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში არაერთხელ ითქვა, რომ გარკვეული ჯგუფები პროვოკაციებს გეგმავენ.
„ჩვენი მთავარი მიზანია არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარება. არ დავუშვებთ, რომ ვიღაცებმა სისხლისღვრა და გადატრიალება განახორციელონ. ამაზე მიუთითებს „თავისუფალი ზონის“ განცხადება, რომელიც გუშინ გაკეთდა. „ნაციონალებმა“კარგად იციან, რომ არჩევნები აქვთ წაგებული და მათი გადარჩენის გზა მხოლოდ დესტაბილიზაციაა, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. შესაბამისმა სამსახურებმა უნდა დაიწყონ გამოძიება და ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში”, - განაცხადა კახი კალაძემ.
მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების აუდიოჩანაწერი ინტერნეტსივრცეში გუშინ გავრცელდა.