საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. მიშას ჩამოსვლა გარდაუვალია, - ასე მიმართა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა აჭარაში გამართული აქციის მონაწილეებს.
"მიშას არაფრის არ ეშინია, გარდა იმისა, რომ საქართველოში რაიმე ცუდი არ მოხდეს. ჩვენ ვართ ის მშვიდი ძალა, რომელსაც უნდა საქართველოს უკეთესი მომავალი. დღევანდელ მმართველობას მივყავართ უკან. გაიღვიძეთ, ხალხნო. თქვენ კი გაღვიძებული ხართ, მაგრამ ვინც გვიყურებს, ბევრი არ არის დარწმუნებული ამაში. დიახ, ისინი იყვნენ დემოკრატიულად არჩეულები, მაგრამ ვერ გააკეთეს საქმე. ახლა ხალხის ნებაზეა, ვინ იქნება შემდეგი ოთხი წელი ქვეყნის მმართველი. ჩვენ ვართ პროფესიონალიზმით სავსე ძალა, რომელსაც შეუძლია დაპირებების შესრულება", - აღნიშნა სანდრა რულოვსმა, დაავიწყდა რა, თუ როგორ ღეჭავდა შიშისგან ჰალსტუხს მისი მიშკა–„გმირი“ და პანიკაში მყოფი გორაობდა ტალახში მარტო მოახლოებული თვითმფრინავის ხმაზე...