პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი აფხაზებს მაღალი დონის სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობას სთავაზობს

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში, გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა.

 “ჩვენს აფხაზ ძმებს გამყოფ ხაზს იქითაც ვთავაზობ საქმიან წინადადებას. თუ მათი კეთილი ნება იქნება, მაღალი დონის სასტუმროს ავაშენებდი, ბოტანიკურ ბაღსაც. უფრო მასშტაბურიც შეიძლებოდა გამყოფ ხაზს იქით აშენებულიყო. ამავდროულად,  სასტუმროდან მიღებული ყველა მოგება ადგილობრივ ინფრასტრუქტურას და მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდებოდა. ამით საფუძველი ჩაეყრებოდა ჩვენი ურთიერთობების აღდგენას. უნდა დავიბრუნოთ ის ნდობა, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გაგვაჩნდა. იყო მცდელობა,  ხმა მიგვეწვდინა, რეაქცია როგორი იყო,  არ ვარ საქმის კურსში. ვფიქრობ,  ვერ მოხდა ამ საკითხის შეჯერება. წინადადება იმდენად ჰუმანურია,  არ მგონია, პოზიტიურის გარდა, სხვა რეაქცია მოჰყვეს“, -განაცხადა ივანიშვილმა.