პუბლიკაციები
ბიძინა ივანიშვილი – ბიზნესმენებს: "ხართ თქვენ აქტიურები? თუ იმის შემყურე ხართ, რომ ვიღაცამ რაღაც უნდა გააკეთოს?"

  საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობენ, კითხვებით მიმართა.

 როგორც ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, ბიზნესის თავისუფლების კუთხით ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

 „არასდროს დამისვამს კითხვები და დღეს მინდა კითხვა დავსვა, რამდენად აქტიურები ხართ დღეს? თქვენ რამდენად ცდილობთ, განუმარტოთ თანამშრომლებს ან ფართო საზოგადოებას ის გარდაქმნები, რაც მოხდა ეკონომიკაში, თუ თქვენ თვლით, რომ არაფერი არ შეცვლილა? საფრანგეთში ბურჟუაზიული რევოლუცია ვაჭრებმა, ბიზნესმა მოახდინა. სწორედ მათ ქონება ვისაც ჰქონდათავისუფლება მეტად წყუროდათ და პატიმოყვარეობამაც მეტად გაიღვიძა მათში, ისინი იყვნენ ყველაზე აქტიურიასრულებთ თქვენ ამ როლს? მე მხოლოდ შეკითხვას ვსვამ, ღმერთმა დამიფაროს, რომ რაიმე პრეტენზია მქონდეს თქვენთან.  როგორც მოქალაქე გისვამთ კითხვას - საკმარისია თქვენი როლი და თქვენი წვლილი?  ბევრი გაჭირვებულია დღეს საქართველოში და ვცდილობ,  თითებით ავუხსნა ძალიან ბევრს ეს ყველაფერი. ჩემი ვოიაჟების ძირითადი მიზეზიც ეს გახლავთ. მე მახსოვს კახეთში მყოფს ჟურნალისტები ჩამეკითხნენ, კი მაგრამ, რა გინდათ, რომ დადიხართ რეგიონებში? რა არის არის თქვენი განმარტებები? დავფიქრდი და ვთქვი, რომ მოთმინებისკენ მოვუწოდებ საზოგადოებას. რატომ მოვუწოდებ მოთმინებისკენ? იმიტომ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, როგორიც იყო გაჭირვებული, ისევ ისეთი გაჭირვებული დარჩა ამ ოთხი წლის განმავლობაში, ძალიან უჭირთ შეაფასონ ვთქვათ, მთავრობის როლი და ამ გარდაქმნების როლი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 მისივე თქმით, ადამიანს, რომელსაც სამსახური არ ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს და არც ახლა აქვ,ს უჭირს იმის აღმა, თუ რა გარდატეხები მოხდა ოთხი წლის განმავლობაში.

 „ადამიანების ნაწილს ,როგორც არ ჰქონდათ  სამსახურინაციონალური მოძრაობისდროს, არ აქვთ დღესაც. ძალიან ბევრს შემოსავალიც მნიშვნელოვნად ან საერთოდ არ გაზრდილა. თუ იმითაც გავაღრმავებთ სიტუაციას, რომ სოციალურად დაუცველი პირების ნაწილს მოეხსნა დახმარება. მაგალითად „ნაციონალურმა მოძრაობამნახევარი მილიონით გაზარდა ხალხის რაოდენობა, ვისაც სოციალური დახმარება დაუნიშნა, იმის შემდეგ ინდექსებით გადახედეს და ახალმა ხელისუფლებამ ეს შეამცირა, რაღაც სისტემებს იგონებენ, ცვლიან და ცდილობენ, დაეხმარონ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 მისივე თქმით, ბიუჯეტი 3-ჯერ და 4-ჯერ გაიზარდა, გაიზარდა სოციალურად დაუცველების დახმარებაც.

 „ცალკეული ადამიანები არიან, რომლებიც იღებდნენ დახმარებას არჩევნების პროცესში და შემდგომ ვეღარ მიიღეს. ამ ადამიანებს რაღაც ინდექსების გაგება არ შეუძლიათ, არიან ისეთებიც, რომლებმაც დაკარგეს კიდეც. მათ უჭირთ ობიექტური ანალიზი - აი, მქონდა და აღარ მაქვს, მაგრამ ასეთები ცოტანი არიან. ეს არ არის ძირითადი მასა, ძირითადი მასა მაინც არია ისეთი, რომ პირდაპირი მნიშვნელობით საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესება ძალიან რთულად ესმით. 60 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, 600 ათასი უნდა შექმნილიყო, რომ გარდატეხა მომხდარიყო ქვეყანაში. ძალიან დიდი მასა ისევ გაჭირვებულია და ძალიან რთულია, აუხსნა ის გარდაქმნები, რომელიც მოხდა. ისევ ძალიან უჭირთ, მაგრამ მთავრობის პრობლემაა ეს? რა თქმა უნდა, არა. ეს არის ჩვენი უახლოესი ისტორიის შედეგი. გავიხსენოთ საბჭოთა კავშირი, გაჩერდა კოოპერატივები და დაინგრა ქვეყანა, მაგრამ კვირიკაშვილი და მისი მთავრობა ამაში დავადანაშაულოთ? ვერ გავაკეთოთ სწორი ანალიზი? ეს დანაშაული იქნება. ჩემი ვალია, სახელმწიფო დავარწმუნო, რომ მოხდა ძალიან დიდი გარდაქმნები. სად ვიყავით ჩვენ 4 წლის წინ? პატრიარქის სიტყვებს ძალიან ხშირად ვიშველიებთ - უფსკრულის პირას ვიდექით, პირდაპირ მნიშვნელობით“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ მათ ბიზნეს დღეს არავინ უთვალთვალებს.

 „დღეს არავინ აპირებს თქვენ ჯიბეში ჩაძრომას. თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ ბიზნესმენს დღესაც აქვს ნოსტალგია და უკან იყურება, განსაკუთრებით კარგ პირობებში ვინც იყვნენ და განსაკუთრებულ სიახლოვესაც ვინც გრძნობდნენ იმ გუნდთან, მაგრამ ვის და თქვენ გაგიიოლდებათ ანალიზი - ისევ ის მოდელი რომ გადმოგვეტანა დღევანდელობაში, მაშინ ისევ გაემარჯვანაციონალურ მოძრაობასდა ის მართვის მოდელი გაგრძელებულიყო - რა იქნებოდა დღეს? სად იქნებოდით თქვენ თითოეული თქვენგანი? ყველაზე ახლოს მყოფნიც კი.  შიდა გუნდში წავიდოდა ამბავი და შიდა გადანაწილების პროცესი გაგრძელდებოდა? და ვინ სად აღმოჩნდებოდა, ღმერთმა იცი. ასეთი ეკონომიკით  ხელფასებს ვერ გასცემდა საჯარო მოხელეებზე და პენსიებსაც ვერ დაარიგებდა.  ეს თქვენთვის რთული საანალიზოა? იმ მეთოდით მართულ ეკონომიკას რანაირი შედეგი შეიძლებოდა ჰქონოდა? ის ეკონომიკური შედეგები, რაც დღეს გვაქვს, ხომ არ გვექნებოდა? ეს თქვენთვის რთული საანალიზოა? მაქვს კითხვა, თქვენ აკეთებთ განმარტებებს საკუთარ გუნდთან, საკუთარ თანამშრომლებთან მაინც? ეს შეკითხვა მინდა დაგისვათ. ბურჟუაზიული რევოლუცია, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იმათ მოაწყვეს, ვისაც ქონება ჰქონდა. ვაჭრებმა, ბიზნესმენებმა მოახდინეს, ამ მხრივ ხართ თქვენ ასეთ აქტიურები? თუ იმის შემყურე ხართ, რომ ვიღაცამ რაღაც უნდა გააკეთოსთითოეულმა დაუსვით თავს ეს კითხვა. დღეს სწორედ ისეთია მთავრობა, რომ არ მგონია,  ვინმეს დღეს პრეტენზიები გქონდეთ. სწორედ ეს სჭირდება ბიზნეს.  არ იფიქროთ, მე აქ თქვეს საკრიტიკოდ მოვედი. ბიზნესიც თავის სიტყვას ამბობს და იმ ფონზე, რაც ხდება რეგიონში, ნახეთ რამდენად წარმატებულია საქართველოს ეკონომიკა. გვინდა თუ არ გვინდა, ამას ვერ ავუვლით გვერდს",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.