სამართალი
სააკაშვილი ვარცხნილობას იწესრიგებს საქართველოში დასაბრუნებლად, სადაც მას მოუთმენლად ელოდება მთელი ქართველი ხალხი!

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დასაბრუნებლად ემზადება და ამიტომ გაჭაღარავებულ თმას იღებავს და მოკლე ვარცხნილობას იკეთებს. ოდესის გუბერნატორი ფეისბუქზე ქართველ სტილისტ მიშა გასიტაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

 „კიევში, შემთხვევით ვნახე სტაჟირებაზე ჩამოსული ვაკელი სტილისტი, ჩემი ძველი მეგობარი, მიშა გასიტაშვილი, რომელმაც გადაწყვიტა თბილისში ჩასასვლელად ჩემი ვარცხნილობის წესრიგში მოყვანა“, – აღნიშნავს სააკაშვილი.

 სააკაშვილის წყალობით სულ გაჭაღარავებული ქართველი ხალხი მოუთმენლად ელის ძებნაში მყოფი სისხლის სამართლის დამნაშავეს, რათა იგი გლდანის №8 ციხეში გაამწესო – ერთ–ერთ იმ საკანში, სადაც მისი ბრძანებით აწამებდნენ პატიმრებს მეთოდებით, რომლებსაც ფაშისტებიც კი არ კადრულობდნენ! მიშკა–ჯალათისა და მოძალადისთვის წაყენებულ ბრალდებებს ხომ კიდევ ბევრი ახალი ბრალდება დაემატება, რამდენიმე უვადო პატიმრობას რომ ეყოფა.

 ასე რომ, სააკაშვილის მოკლე საციხე ვარცხნილობა მართლაც რომ დროულია...