პოლიტიკა
"პუტინი ასრულებდა საქართველოსთვის მიცემულ დაპირებებს, ჩვენ კი მათ ვარღვევდით!" - ნინო ბურჯანაძე

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ოპოზიციური "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტვ "პალიტრას" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საქართველომ არ შეასრულა დაპირებები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მისცა ხელისუფლების სათავეში ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ყოფნისას.

 "რუსეთმა ძალიან ბევრი შეთანხმება შეასრულა, მათ შორის, ისეთები, რომლებიც დოკუმენტირებული არ იყო", - აღნიშნა ბურჯანაძემ. კერძოდ, მისი თქმით, 2004 წელს, აჭარაში ე.წ. ვარდების რევოლუციის დროს, რუსეთის პრეზიდენტი ქართულ მხარეს დაჰპირდა, რომ იმ პერიოდში ავტონომიაში განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზა მოვლენებში არ ჩაერეოდა და ეს დაპირება შეასრულა. "ვლადიმერ პუტინი ასევე დაგვპირდა, რომ ასლან აბაშიძეს წაიყვანდა და ეს გააკეთა, ქართულმა მხარემ კი ამის სანაცვლოდ აღებული ვალდებულებები დაარღვია!", - განაცხადა ბურჯანაძემ. მისი თქმით, საქართველოს ასეთმა საქციელმა გააუარესა რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობა.

 ნინო ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილმა 2008 წელს რუსეთთან ისეთ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც მისი გასამართლების საფუძველი უნდა გახდეს: "უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტები ვიქტორ იუშჩენკო და ლეხ კაჩინსკი ემუდარებოდნენ სააკაშვილს, ხელი არ მოეწერა იმ სახით, როგორითაც მოაწერა! მაგრამ სააკაშვილს შეეშინდა, რომ სხვა შემთხვევაში პირადად მას რუსი სამხედროებისაგან საფრთხე დაემუქრებოდა"