საზოგადოება
„ნიკა მელია და ელენე ხოშტარია კრიმინალური პარტიის წევრები არიან“ - ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

 „თბილისში ვნახე ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას საარჩევნო პლაკატები. ნახეთ, როგორი დახვეწილი აქვთ სიცრუის ტირაჟირება. მათი დაპირება 45 ათასი სამუშაო ადგილის შექმნაზე გაუგებარია. ასევე ეწერათ საოცრება - მოსახლეობას ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას პირდებიან. არ მინდა, ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიაზე რამე ვთქვა, მაგრამ ისინი რომ კრიმინალური პარტიის წევრები არიან, ეს ცხადია. ისინი დანაშაულის დეკრიმინალიზაციას პირდებიან საქართველოს მოსახლეობას. ამის შემდეგ უჩნდება აგრესია მოსახლეობას, რომნაციონალური მოძრაობისწევრები ვერ დაისაჯნენ”, - განაცხადა ივანიშვილმა.

 „გავაკეთოთ ანალიზი: პრეზიდენტი დევნაშია, პრემიერ-მინისტრი ციხეშია, თავდაცვის მინისტრი ციხეშია, შინაგან საქმეთა მინისტრი ციხეშია, ქალაქის მერი ციხეშია, მთავარი პროკურორი დევნაშია, უამრავი კიდევ დევნაშია და გაასწრეს. რატომ გაასწრეს და როგორ გაასწრეს? ამაზე ითხოვენ პასუხს ახალი ხელისუფლებისგან...

 მელია და ხოშტარია მთელი 9 წლის განმავლობაში იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. მათი ხელმძღვანელები კრიმინალებად აღიარებულები არიან ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ, ზოგი ციხეშია და ზოგი ძებნაში. ესენი გამოდიან და დეკრიმინალიზაციაზე საუბრობენ. ეს არის ის, რაც საზოგადოებას აღაშფოთებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.