სამართალი
საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1 განყოფილების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინაღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გ.მ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას Jericho-ს სისტემის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.