აქტუალური
„საარჩევნო მემორანდუმზე ხელის მოწერის საჭიროება არ უნდა დამდგარიყო, ეს ნაციონალების მმართველობის ცუდი დანატოვარია“ - ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ საარჩევნო მემორანდუმთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

 „კარგი იქნება, თუ ხელს მოაწერენ, მაგრამ ამის საჭიროება არ უნდა დამდგარიყო. თვითონ ფაქტი, რომ ასეთ დოკუმენტზე მოთხოვნილება ხდება, არის ცუდი. წინა ხელისუფლების მმართველობის ცუდი დანატოვარია, მათი აგრესიული გამოვლინებებია ძირითადად დაპირისპირება - ერთი პარტია ატარებს აქციას, მიდიან სხვები და ცდილობენ არევას. მახსოვს, როცა პოლიტიკაში მოვედით, პრინციპში საშუალება არ გვქონდა, გავსულიყავით და მოსახლეობას შევხვედროდით, ძალიან აქტიურობდნენ ზონდერები, ხშირად მუშტი-კრივში გადადიოდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.