საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს პროკურატურაში ორი დღის ვადაში ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები მის გარეშე გაგრძელდება. ამ მოქმედებებში შევა სასამართლოში მიმართვა მისთვის აღმკვეთი ღონისძიების მოთხოვნით.
„26 მაისთან დაკავშირებით დაბარებულ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. მას მიეცა გონივრული დრო საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების მიზნით”, - აღნიშნეს პროკურატურაში.
გია ლორთქიფანიძე ამჟამად უკრაინაში იმყოფება, ოდესის გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, დღეს კი ძებნაში მყოფი სისხლის სამართლის დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის მფარველობის ქვეშ. 2015 წლის ივნისში იგი უკრაინის შს სამინისტროს ოდესის ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა.