საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. “პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი ლიდერი გიორგი თაქთაქიშვილი განმარტავს, რომ ცენტრალური ოფისის გარდა, პარტიიდან მიდიან თბილისის რაიონებისა და საქართველოს რეგიონების ოფისების წარმომადგენლებიც.
თაქთაქიშვილი ამტკიცებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ზეწოლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
„ჩვენ მართლაც ვიბრძოდით იმისათვის, რომ ეს საქმე მიგვეყვანა ბოლომდე და დავდგომოდით გვერდზე პაატა ბურჭულაძეს, დავხმარებოდით მას საზოგადოების გაერთიანების საქმეში, მაგრამ სამწუხაროდ, ამის საშუალება ჩვენ თავად პაატა ბურჭულაძემ არ მოგვცა. ყველაფერი ნათელია, ვინ შემოგვიერთდა, როგორ გადანაწილდა სია, ვინ დარჩა ძირითადი გუნდიდან პოლიტიკურ მოძრაობაში. გირჩები, ეს ახალი პოლიტიკური მოძრაობები, ვინც შემოგვიერთდა, აშკარად არიან დომინანტ პოზიციაში“, - განაცხადა გიორგი თაქთაქიშვილმა.