უცხოეთი
საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინაში რუსეთის დიპლომატიურ მისიებთან მომხდარი არეულობის გამო 10 ადამიანი დააკავეს.
ოდესის პოლიციის ცნობით ოთხი ადამიანი დააპატიმრეს რუსეთის საკონსულს შესასვლელის ბლოკირების გამო, ხოლო კიდევ ორი ამავე შენობასთან არეულობის მოწყობისთვის.
ყველა ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს და წრილმანი ხულიგნობისათვის ჯარიმა გამოუწერეს.
ამასთან, კიევში რუსეთის საელჩიოსთან დააკავეს ოთხი ადამიანი. მათგან ერთ-ერთს ბრალად პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედება.
კიევსა და ოდესაში მდებარე რუსეთის დიპლომატიური მისიების შენობებათან შეტაკებები 18 სექტემბერს მოხდა. დემონატრანტები შეეცადნენ, ხელი შეეშალათ იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც რუსეთის საელჩოსა და საკონსულოში მოწყობილ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემას ცდილობდა.