სამართალი
ინციდენტი ვორონცოვის სასახლეში

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. რუსთაველის პროსპექტზე მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში (კავკასიაში მისი საიმპერატორო უდიდებულესობის მეფისნაცვლის, კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების მთავარსარდლის, გენერალ-ადიუტანტის, გრაფი ი. ი. ვორონცოვ-დაშკოვის ყოფილი სასახლე) თბილისის მერის დავით ნარმანიას წლიური ანგარიშის პრეზენტაციის წარდგენამდე ინციდენტი მოხდა.

 სააკაშვილის პარტია ”ნაცმოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის - ენ-ჯეო „თავისუფალი ზონის“ წევრმა ბესო კალაძემ თბილისის მერს დედაქალაქში გაკეთებული საქმეების შესახებ ჰკითხა: თქვენ მიმართავთ სხვებს სიტყვებით ”მაიმუნო”, ”ვირიშვილო”, თქვენ მესაუბრებით  "ბიჭოთი ", მე კი - თქვენობით.  და ძველი ბიჭი ხარ თუ ქალაქის მერი ხარ. რა მდგომარეობაში ჩააგდეთ ქალაქი, იმაზე გაგვეცი პასუხი!.

 ამის შემდეგ შეხლა-შემოხლა ვესტიბიულში გაგრძელდა და  დაცვის თანამშრომლებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლებმაც ბესო კალაძე შენობიდან გაიყვანეს.