პოლიტიკა
ნოღაიდელი აშშ-ში იმყოფება

noghaსაქინფორმის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერი აშშ-ში რამდენიმე დღის წინათ გაემგზავრა.

ნოღაიდელის ამერიკული ვოიაჟის შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად საქინფორმი პარტიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ და მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციონერი ლიდერი თბილისში არ იმყოფება.

სააგენტოს სანდო წყაროს ცნობით, ზურაბ ნოღაიდელი ამერიკიდან 14 იანვრისთვის დაბრუნდება.

ამასთან, შესაძლოა, ახლადდაბრუნებული ექსპრემიერი პარტიის ლიდერი აღარც იყოს, რადგან, როგორც ცნობილია, მასთან დაპირისპირებულმა თანაპარტიელებმა იუსტიციის სამინისტროს პარტიის ახალი შემადგენლობის რეგისტრაციის თხოვნით მიმართეს, რომელშიც ნოღაიდელი პარტიის არა თავმჯდომარედ, არამედ გამგეობის წევრად მოიაზრება, ისიც, როგორც საორგანიზაციო ჯგუფის წევრები აცხადებენ, მანამდე, ვიდრე ის დავალიანებას არ გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ ყოფილ პრემიერს თანაპარტიელებმა უნდობლობა მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც წინასაარჩევნოდ ჩატარებული “კარდაკარის” მონაწილეებზე კუთვნილი ხელფასები არ გასცა.