სამართალი
„მიშას საქმეს მე გავაგრძელებ“ - სანდრა რულოვსი

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. არ იყო ადვილი იმის ყურება, თუ რა ხდებოდა მთავრობაში 4 წლის განმავლობაში, როგორი უნიათობა, როგორი უპატრონობაა, როგორ მიდიოდა გაკეთებული საქმეები უკან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ძებნაში მყოფი სისხლის სამართლის დამნაშავის სააკაშვილის ცოლმა და ადამიანების ორგანოებით მოვაჭრე სანდრა რულოვსმა შამგონასა და ჭკადუას მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

 "მე გავაგრძელებ აუცილებლად მიშას საქმეს (როგორც ჩანს, მხედველობაში აქვს მასობრივი წამება ციხეებში, სადაც მისი ქმრის მმართველობისას 300 ათასი მსჯავრდებული იყო - საქინფორმი). ჩვენ გვაქვს პერსპექტივა, თუ როგორ შეიძლება უკეთესი საქართველო ავაშენოთ, როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტი საქმის გაკეთება და ნაკლები შეცდომების დაშვება, ეს გვაქვს გააზრებული და ამიტომ ვართ დღეს აქ თქვენთან ერთად. ჩვენ ბევრ რაიონში გავაკეთეთ სკოლები, გზები, გაზი, წყალი, მაგრამ გამოგვრჩა კიდევ რაიონები...", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

 მან ადგილობრივებს მიმართა მეგრულად, ენაზე, რომელიც ახალგაზრდობაში ცე-რე-უს დავალებით, გადაბირების შემდეგ და საქართველოში გამოგზავნამდე შეისწავლა, და განაცხადა: "8 ოქტომბერი გამარჯვების და დასაწყისის დღეა. თქვენი იმედი გვაქვს, თქვენი რძალი ვარ და მე მიყვარს სამეგრელო!".