საზოგადოება
მესტიის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობას კომპანია "ეკოზაინი" რამდენიმე დღეში დაასრულებს. ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ გეგმაში კონკრეტულად იქნება გაწერილი რა ადგილას და როგორი არქიტექტურით აშენდება სასტუმროები. მათივე თქმით, სასტუმროების მშენებლობისას პრიორიტეტი მესტიისა და ზოგადად სვანეთისთვის დამახასიათებელ არქიტექტურას მიენიჭება. არსებული ინფორმაციით, ინვესტორების მხრიდან მესტიის მიმართ დაინტერესება დიდია და უცხოელ ინვესტორთაგან განსაკუთრებით ებრაელები აქტიურობენ.