საზოგადოება
სოფელ რუხში აფხაზეთთან დამაკავშირებელი მთავარი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში აფხაზეთთან დამაკავშირებელი მთავარი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში კი ხიდის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყება. კერძოდ, აშენდება სკვერი, ავტოსადგომი და დაიგება ახალი გზა.

ადგილობრივმა მთავრობამ სოფელ რუხის მოსახლეობას პროექტი წარუდგინა.

პროექტის მიხედვით, სოფელ რუხში აშენდება მექანიზატორის ცენტრი, მოხდება რუხის ისტორიული ციხესიმაგრის ინფრასტრუქტურის განვითარება, განთავსდება Start Up ინკუბატორი. შენდება საუნივერსიტეტო კლინიკა, რომლის ბიუჯეტი 41 მილიონ ლარზე მეტია.

სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.