სამართალი
გოდერძი თევზაძის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დემურ სტურუა მოკლული იყოს

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. დაკავებული პოლიციელის გოდერძი თევზაძის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დემურ სტურუა მოკლული იყოს. მისი დაცვის ქვეშ მყოფს კი, ადვოკატის მტკიცებით, ამ საქმესთან კავშირი არ აქვს.

 „ჩვენ საზოგადოებას დავუმტკიცებთ და მივცემთ სრულყოფილად ინფორმაციას, რომ არანაირ წამებას, არანაირ ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაძლებელია, ეს იყოს მკვლელობა და ჩვენ ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ“, - განაცხადა ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ.

 საქმის ობიექტურად გამოძიებას და დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვს გოდერძი თევზაძის ოჯახი. ამ მოთხოვნით მათ ქუთაისის საოლქო პროკურატურასთან აქციაც გამართეს.