საზოგადოება
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძე სამართალდამცავებს ჩაჰბარდა

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. გოდერძი თევზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ის მიმალვაში იმყოფებოდა.

გოდერძი თევზაძე დასავლეთ საქართველოს პროკურატურაში გამოცხადდა და აღნიშნა, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

როგორც თევზაძემ აღნიშნა, შიმშილობას იწყებს და სჯერა, რომ საგამოძიებო ორგანოები მის უდანაშაულობას დაამტკიცებენ.