საზოგადოება
საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. ძალიან კარგია, რომ გოდერძი თევზაძე არის დაკავებული. მას აქვს სრული უფლება, რომ დაიცვას თავისი უფლებები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„რადგან გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ წინასწარი კომენტარები აღარ უნდა გავაკეთოთ. გამოძიება ჩატარდება და მერე ყველაფერი დადასტურდება, რა არის სიმართლე. ვერავინ ვერ გაექცევა დანაშაულს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე სამართალდამცავებს ჩაჰბარდა.
გოდერძი თევზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ის მიმალვაში იმყოფებოდა.