სამართალი
რუსთავში "თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა კანდიდატურა "ქართული ოცნების" კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რუსთავში თეიმურაზ მენაფირემ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბეგაძის სასარგებლოდ მოხსნა.

 ამის შესახებ თეიმურაზ მენაფირემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ის აღარ ეთანხმება “თავისუფალი დემოკრატების" მიერ არჩეულ პოლიტიკურ კურსს.