საზოგადოება
ქუთაისის ზოგიერთი უბანი ახალ წელს უწყლოდაც შეხვდა

without-waterრესტავრირებულ სავარდო და სამაისო ქუთაისში, სადაც თვალის ერთი გადავლებით ყველაფერი მტრის გულის მოსაკლავადაა, ახალი წლის ღამეს ,,მიწაში ჩამარხულმა’’ პრობლემებმა იჩინა თავი.

თითქოს ოპოზიციის შეკვეთა ყოფილიყოს, 31 დეკემბერს, 21:45 საათზე, ქალაქის ცენტრალური 1200მმ მაგისტრალის ქვიტირის მონაკვეთის ყრუ ბოლო გასკდა. 23 საათზე უკვე შესაძლებელი გახდა ავტოქარხნის პრავდის ქუჩის დასახლებისთვის წყლის მიწოდება. მაგრამ ავტოქარხნის ცენტრალური ნაწილი მაინც წყლის გარეშე დარჩა და...
ამასობაში ახალი წელიც მოვიდა.

საქინფორმის კორესპონდენტს ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრებმა ლეილა კაკაურიძემ აცნობა, რომ ,,დღესაც ონკანში ჟანგიანი წყალი მოდიოდა, ისედაც რაღაც ორი საათით მოვა და ერთი საათი სულ ჟანგია. გადავსახლდები ამ ქალაქიდან’’.