პოლიტიკა
„ბიძინა ივანიშვილმა 2015 წლის აპრილში პრემიერ-მინისტრობა შემომთავაზა“ - დავით უსუფაშვილი

 საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა “საზოგადოებრივ მაუწყებელზე”, სალომე ასათიანის გადაცემაში განაცხადა.

 „2015 აწლის აპრილში ასეთი რამ შემოგვთავაზა - მე მართლა დავიღალე, მართლა მინდა წასვლაო და გვითხრა: ვხედავ, ჩემი პარტიიდან ბევრი არაფერი გამოდის. ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრი შესაცვლელია, მაგრამ მე ვერ ვხედავ გუნდში ისეთს, ვისაც ამას ვანდობო. მე მითხრა, იქნებ დათანხმდე, თუ გინდა დღესვე, თუ გინდა 6 თვეში, თუ გინდა, არჩევნების შემდეგ და თქვენზე ავაწყოთ მომავალი სახელისუფლებო ცენტრი, რესპუბლიკურმა პარტიამ დაქართულმა ოცნებამერთად წაიყვანეთ საქმეო. მე ვუთხარი, რომ ასეთი რამ არ ხდება - არ ხდება, რომ წარმატებული კომპანიის მენეჯერი სხვა კომპანიის მენეჯერად გადმოვიყვანოთ. პარტიაქართულ ოცნებას“, მთავრობას და კოალიციას ვინმე რესპუბლიკელი, თუნდაც უსუფაშვილი ვერ გაუძღვება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 „მე შევთავაზე ორი ვარიანტი. პირველი: მე წამოვალ პარლამენტიდან, თუმცა მგონია, რომ კვირიკაშვილი უკეთესი პრემიერ-მინისტრია და მე შესაძლოა, პარლამენტში ვიყავი უკეთესი, თუმცა ერთი პირობით, რომ თქვენც ბრუნდებით აქტიურ პოლიტიკაში, თუნდაც კოალიციის პოლიტსაბჭოს რიგითი წევრის როლში. ჩემი პირობა ეს იყო - მე ვერ შევძლებ ამ ტვირთის ზიდვას, ისევ მივალთ იქ, სადაც ვართ ახლა, ამიტომ თქვენც გადმოდგით ნაბიჯი-მეთქი. ამაზე უარი მივიღეთ - ვარიანტი არაა, მე არ დავბრუნდებიო. მაშინ მეორე ვარიანტი ვუთხარით - კი ბატონო, თქვენ თქვენი გუნდიდან შეარჩიეთ პრემიერ-მინისტრი და იმ ორ ვარიანტში, რომელიც პირადად მე ვურჩიე, ერთ-ერთი ნამდვილად იყო გიორგი კვირიკაშვილი, თქვენ ჩაატარეთ რეფორმა თქვენს პარტიაში, თქვენ გააუმჯობესეთ თქვენი პარტია და ჩვენ დავრჩებით იქ, სადაც ვართ - ვიქნებით თქვენი პარტნიორები-მეთქი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.