აქტუალური
საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ საარჩევნო ბლოკის - “თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო” სარჩელი დააკმაყოფილა და ცესკო-ს გადაწყვეტილება ბათილად ცნო, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ბლოკი რეგისტრაციიდან მოიხსნა.
ამას გარდა, მოსამართლემ დააკმაყოფილა "მრეწველების" სარჩელი, რომელიც პროცესზე დააყენეს და სასამართლომ დაავალდებულა საარჩევნო კომისია, “თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო” იმ საარჩევნო სიით დაარეგისტრიროს, რაც საარჩევნო ბლოკმა ცესკო-ში წარადგინა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორდღიანი ვადა აქვს.