პუბლიკაციები
„ამ სიების შემხედვარე - საქართველოს მაინც არაფერი ეშველება!“ - ჯუმბერ კირვალიძე პოლიტიკური პარტიების პროპორციულ სიებს აფასებს

 „ამ სიების შემხედვარე - საქართველოს მაინც არაფერი ეშველება!“ - ჯუმბერ კირვალიძე პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების მიერ წარდგენილ პროპორციულ სიებს აფასებს:

 „საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე "გამსვლელი" პოლიტიკური პარტიების და ბლოკების პროპორციულ სიებს გადავხედე და აღმოვაჩინე, რომ მთავარი არგუმენტი და კრიტერიუმი ამ სიებში მოსახვედრად გახლდათ - "მოხერხებულობა"! დიახ, პარტიულ სიებში პროცენტულად იმდენ "მოხეტიალე პოლიტიკოსს წავაწყდი", რომ სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამ მდგომარეობას!! ვის მივცეთ ხმაა? რა ვიცი, როცა უპრინციპობა გამჭრიახობად მიიჩნევა, ხოლო თავდადება მიამიტობად, მაშინ ვისაც გინდათ მიეცით, ამ სიების შემხედვარე - საქართველოს მაინც არაფერი ეშველება!!!“- აღნიშნავს ჯუმბერ კირვალიძე.