საზოგადოება
"რომ არა პარლამენტში დავით უსუფაშვილი, ქვეყანას კატასტროფაში გადაჩეხავდით" - ხიდაშელი

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. ასე მიმართა “ქართულ ოცნებას” “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში რესპუბლიკური პარტიის წევრმა თინა ხიდაშელმა.

 ხიდაშელმა “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დებატებშიც დაპატიჟა თემაზე, რა გაკეთდა თავდაცვის სამინისტროში მისი მინისტრობის პერიოდში.

 “ჩვენ, წინა ხაზზე ვინც ვიდექით, ქვას რომ გვესროდნენ, რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები ვიყავით პირველი პარტნიორები და დამფუძნებელი კოალიციის. 4 წელი პატიოსნად ვემსახურეთ ქართველ ხალხს იქ, სადაც გვქონდა მანდატი, შესაძლებლობა, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროში, სადაც მე შემეძლო, რომ გამეტარებინა რეფორმები. თქვენ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვით პარლამენტში, დავით უსუფაშვილი რომ არ ყოფილიყო ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პირი, თქვენ ქვეყანას კატასტროფაში გადაჩეხავდით, ეს იყო მისი მთავარი ფუნქცია", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.