სამართალი
„ბურჭულაძე არჩევნებამდე პარტიას ვერ შეინარჩუნებს!“ - ხათუნა ლაგაზიძე

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი.  თბილისის პროკურატურაში ხათუნა ლაგაზიძე დაკითხეს. პაატა ბურჭულაძის ყოფილმა თანაგუნდელმა ხათუნა ლაგაზიძემ პროკურატურას მასზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

 ლაგაზიძის თქმით, გამოკითხვის დროს საუბარი შეეხო “სახელმწიფო ხალხისთვის” აჭარის რეგიონის სიის პირველ ნომერს გიორგი კალაძეს, რომელიც, ლაგაზიძის მტკიცებით, კრიმინალური მენტალობის მქონე პირია, მეტსახელად „კალოშა“.

 ხათუნა ლაგაზიძემ პაატა ბურჭულაძის პარტიიდან გიორგი რუხაძის წასვლის ფაქტიც შეაფასა.

 „რუხაძე არ იქნება ალბათ ბოლო, რომელიც დატოვებს ამ პარტიას. ეს პარტია, გამომდინარე იმ უამრავი პრობლემიდან, რომელიც მისი ლიდერიდან მოდის, საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს. ამიტომ ადამიანები, რომლებიც პაატა ბურჭულაძის გვერდით ვიდექით ერთი ძირითადი მიზნით, რომ საქართველოში შემოგვეყვანა ახალი თაობის პოლიტიკოსები და ახალი თაობის პროფესიონალები, მან ამ ამოცანას თავი ვერ გაართვა, მას პარტია არჩევნებამდე არ მიჰყვება“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.