სამართალი
"ჩვენი საქართველოს" მოშიმშილე წევრი გარდაიცვალა

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი.  ცესკო-ს მიერ “ჩვენი საქართველოს” რეგისტრაციიდან მოხსნის შემდეგ პარტიის წევრმა ოსური დიასპორიდან ზაზა ლაზაროვმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

 პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ლაზაროვი ორი დღის განმავლობაში შიმშილობდა.  შედეგად შეუძლოდ გახდა და საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა.

 ამ დროისთვის ზაზა ლაზაროვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

 გუშინ ცესკო-სთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე შეკრებილი “მრეწველებისა” და “ჩვენი საქართველოს” წევრები რეგისტრაციიდან მოხსნას აპროტესტებდნენ.

 მაშ ასე, თოფაძის ბლოკი „მრეწველები. ჩვენი საქართველოს“ წინასაარჩევნო რეგისტრაცია აღდგენილია.