საზოგადოება
სინოპტიკოსები ძველით ახალი წლისთვის თბილისში თოვლს ელოდებიან. მათი განცხადებით, ქვეყნის უმეტეს რაიონებში ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.
უახლოეს დღეებში კი თბილისში, დაბლობსა და ბარში იწვიმებს, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოში კასპიის ზღვის ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოსვლა გააქტიურდება, რაც ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას გამოიწვევს.