მკვლევართა ჯგუფმა რობერტ ეპსტაინის ხელმძღვანელობით, წარმოადგინა მოხსენება, რომელიც ამტკიცებს, რომ Google-ს საძიებო სისტემა ჰილარი კლინტონის სასარგებლოდ მუშაობს.
დმიტრი კოსირევი, „Россия сегодня-ს“ პოლიტიკური მიმომხილველი.
ჩვენ ვლაპარაკობთ სკანდალზე, რომელიც წარმოიშვა, ჩაცხრა, მაგრამ ჰა და ჰა, კვლავ იფეთქებს. საუბარია იმაზე, რომ საძიებელი სისტემა Google ჰილარი კლინტონთან ხმაშეწყობილად მუშაობს წინასაარჩევნო კამპანიისას — უბრალოდ, ტვინების ფარულად და ძალზე უნამუსოდ დამუშავებითაა დაკავებული. ყველაზე საინტერესო აქ ისაა, რომ საქმმე მხოლოდ ჰილარიში არ არის: ამჟამინდელი კამპანია აფეთქებიტ ემუქრება ბევრ რაზმეს — თუ არა ყველაფერ იმას, რაზეც დგას დასავლური ცივილიზაცია. და ეს იმიტომ, რომ თუ ის თაღლითობაზე დგას, ეს შესაძლოა ვიღაცას ძალიან არ მოეწონოს.
„Hillary India“
ყველაფერი კი ვიდეოთი დაიწყო, რომელშიც ვინმე მეტ ლიბერმანი აჩვენებს, რომ გუგლის საძიებელი ძალიან უცნაურ და „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატისთვის ძალიან კომპლიმენტარულ მინიშნებებს იძლევა, რაც არანაირად არ შეიძლება, რომ შემთხვევითობა იყოს. მით უმეტეს, რომ ვიდეოში ახსნილია, რატომ ხდება ასე: იკვეთება ამ კომპანიის მფლობელების დიდი ხნის ურთიერთობა „დემოკრატებთან“, პირადად კლინტონების ოჯახთან, პენტაგონთან და ა.შ. შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო.
საუბარი აქ თითქოს მცირე და სასიამოვნო ხუმრობაზეა, რომელსაც autocomplete-ს უწოდებენ, ან ავტომოკარნახეზე, რომელიც ძიებისას დროს გვაზოგვინებს, ანუ თავად ამოიცნობს ხოლმე, რას ვეძებთ და ვარიანტებსაც გვთავაზობს იმის მიხედვით, თუ რას ეძებენ ინტერნეტმომხმარებლები ყველაზე ხშირად.
ყველა საძიებელი სისტემა აკეთებს ამას. მაგრამ ჰილარი კლინტონის შემთხვევაში უცნაურობამ იჩინა თავი. ვთქვათ დონალდ ტრამპმა მას დამნაშავე (преступница) უწოდა, რაც დღის უმთავრეს თემად იქცა და თქვენც ტრამპის ნათქვამის სიტყვა-სიტყვით წაკითხვა მოისურვეთ — საძიებელში წერთ „ჰილარი დამ…“ (Хиллари пре…) და ის უცბად რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ, რომლებიც ამ სოებით იწყება: президент, прелесть. ოღონდ აქედან არცერთი არ იქნება ის სიტყვა, რომელსაც თქვენ ეძებთ. მართალია, აქ მე რუსული ვარიანტი შემოგთავაზეთ, მაგრამ ამბავი ნამდვილია. ინგლისურ ვარიანტში საუბარი იყო ჰილარისთვის ბრალდების წარდგენაზე (indictment), Google კი ყველაფერს სთავაზობდა მომხმარებელს, რაც ind-ით იწყებოდა, მაგალითად „Hillary India“, indictment-ის გარდა. რატომ არ შეიძლება, რომ ეს შემთხვევითობა იყოს? იმიტომ რომ ავტომოკარნახე ავტომატურად უნდა მუშაობდეს და თუკი კონკრეტულ დღეს ადამიანების უმეტესობა ჰილარის indictment-ს ეძებს და არა ჰილარისა და ინდოეთის ურთიერთობებს, მაშინ საძიებელმაც რეალური დროის რეჟიმში უნდა იმოქმედოს და შესაბამისი ვარიანტი უპირველეს რიგში უნდა „ამოაგდოს“. სხვათა შორის, სხვა საძიებლებში — ვთქვათ, Bing-სა თუ Yahoo-ში, ყველაფერი ნორმალურად იყო.
და დასკვნაც ერთადერთია: კორპორაციაში ვიღაც ეხმარება ჰილარის და შესაძლოა, საამისოდ კომპიუტერული პროგრამაც კი შექმნა.
ჰო, და კიდევ, ალბათ არ გაგიჭირდებათ მიხვდეთ, რა ვარიანტებსაც შესთავაზებდა მომხმარებელს „გუგლი“ არა მხოლოდ დონალდ ტრამპთან, არამედ მეორე „დემოკრატ“ კანდიდატთან, ბერნი სანდერსთან დაკავშირებითაც.
სპეცოპერაციის რეჟიმში
ამ სკანდალმა გაზაფხულზე იფეთქა, მაგრამ კორპორაცია Google-მა განაცხადა, არაფერი მსგავსი არ მომხდარა და მავანს ეს მხოლოდ ესიზმრაო. და ყველაფერი მინავლდა.
ახლა კი გაირკვა, რომ თურმე მთელი ამ ხნის განმავლობაში მუშაობდა მკვლევართა ჯგუფი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ყველაფერი უბრალოდ კი არ იყო, არამედ იყო იმაზე უარესად, ვიდრე ჩვენ გვეგონა. აქ პრობლემა თაღლითები დანაშაულის ადგილზე დაკავებასა და სამხილების მოძებნაში იყო. საქმე ისაა, რომ ინფორმაციული სურათი გამუდმებით იცვლება და იმის დაფიქსირება, რაც ეჭვს იწვევს, იოლი არ არის. და კიდევ, საძიებელი სისტემები აანალიზებენ, რა შეკითხვებს სვამს ესა თუ ის ადამიანი (კომპიუტერი) და სწორედ ამის გათვალისწინებით უსადაგებს ავტომინიშნებას. შესაბამისად, ყველა ადამიანს სხვადასხვა პასუხი აქვს ეკრანზე. და მკვლევარების ჯგუფმაც, რომელსაც კალიფორნიელი რობერტ ეპსტაინი ხელმძღვანელობდა, სპეცოპერაციის რეჟიმში დაიწყო მუშაობა. ისინი საძიებელში სხვადასხვა კომპიუტერიდან შედიოდნენ და ყველას სქრინ-შოტებს აკეთებდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს ის ეპსტაინია, რომლის შარშანდელი ნამუშევარიც დაუდო საფუძვლად მეტ ლიბერმანმა თავის ვიდეოს. კიდევ ეპსტაინი ფსიქიოლოგიის დოქტორია. ამიტომ ის არა მხოლოდ დანაშაულის ადგილზე იჭერს Google-ს, არამედ კვალიფიციურ ახსნასაც უძებნის, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მსგავსმა „კარნახმა“ ამომრჩეველთა ამა თუ იმ ჯგუფზე. ეპსტაინი თავისი კვლევის გამოქვეყნებას ზამთარში აპირებდა, მაგრამ რახან არჩევნები ნოემბერშია, მოხსენება ახლა გამოაქვეყნა.
ეს ვრცელი დოკუმენტია და ბოლომდეა წასაკითხი. მაგალითად, მასში ნათქვამია, რომ „გუგლის“ თამაშებს სამ მილიონამდე ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე შეუძლია გავლენის მოხდენა, რაც ამ ვითარებაში ამერიკისთვის ცოტა არ არის.
საუბარია იმათზე, ვინც გადაწყვეტილებას ვერ იღებდა და ინტერნეტი ეიმედებოდა ინფორმაციის წყაროდ. ამ გზით ზოგი სოციოლოგიური ჯგუფის შემადგენლობის 80%-ზე მეტზე შეიძლება გავლენის მოხდენა.
ეს დანაშაული არა, მაგრამ საზიზღრობაა
თუმცა ეს ყველაფერი მაინც წვრილმანია. აი, რა არის ამ კვლევის დამატებითი დასკვნა: არსებობს „საძიებო სისტემების მანიპულაციური ეფექტი“ (SEME), ანუ მინიშნება სისტემაში „ყელზე თოკგამობმული ძაღლივით“ დაგატარებთ. მით უმეტეს, რომ ეს უკვე „ოპცია“ აღარ არის, ამ ფუნქციას ვერ გათიშავთ — პროგრამისტებმა იზრუნეს ამაზე. ახლა „მინიშნების მთავარი ფუნქცია — ეს [ადამიანის გონებისა და ქმედების] მანიპულაციაა“.
და ეს მხოლოდ ამერიკის არჩევნებს არ ეხება. წინასწარ მოხსენებაში ნათქვამია, რომ „რამდენადაც Google-ს საძიებო შესაძლებლობები მსოფლიოს 90%-ში აქვს… მიგვაჩნია, რომ ბოლო წლებში SEME-მ მთელ მსოფლიოში არჩევნების 25%-ის შედეგი განსაზღვრა და მისი გავლენა არჩევნებზე წლიდან წლამდე იზრდება“. გაიხსენეთ, როგორ უჭერდა მხარს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი „ინტერნეტის თავისუფლებას“ გლობალურ მასშტაბებში…
ასე რო, სკანდალი შესაძლოა აშშ-ის ფარგლებს გასცდეს და მართლაც გლობალური გახდეს.
sputnik-georgia.com