საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. პოლონურმა მედიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უკრაინის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი 8–9 ივლისის ვარშავის ნატოს სამიტზე იყო ირინა ფრიზი – პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზოგადოებრივი კომუნიკაციისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი.
ამ საპასუხისმგებლო პოსტის დაკავებამდე ფრიზი პორნომსახიობი იყო, მისი სწრაფ აღმასვლას სამსახურებრივ კიბეზე კი სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურ პეტრო პოროშენკოსთან ახლო ურთიერთობებით ხსნიან. ამის შესახებ ონლაინ–გამოცემა Dziennik-polityczny წერს.
ირინას ბედმა გაუღიმა, როცა 2003 წელს პოროშენკოს პრესმდივნად დაიწყო მუშაობა, ახლა კი მას უმაღლესი რადის დეპუტატის პოსტი უკავია, – წერს გაზეთი და ფრიზს ჩიჩოლინას – პირველ პორნომსახიობს ადარებს, რომელმაც იტალიის ნაციონალურ პარლამენტში შეღწევა მოახერხა.