საზოგადოება
„მრეწველებს" აშკარად პრორუსული კვალი დაედოთ“ – ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა  ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

 ”მრეწველებიძალიან იოლად მიჰყვებოდნენ ძირითად გუნდს, მაგრამ თუ გავიხსენებთ გოგი თოფაძის რამდენიმე განცხადებას, ეს განცხადებები  ეჭვს იწვევდა მისი პრორუსულობის შესახებ. შემდგომ ეტაპზე მათ, პრაქტიკულად, ეს მიმართულება დახვეწეს და აშკარად პრორუსული კვალი დაედო დღესმრეწველებს”. შესაბამისად, ფავორიტებში რესპუბლიკელებისა დადემოკრატებისგვერდით ვეღარ დავასახელებდი”, - განაცხადა ივანიშვილმა.

 რაც შეეხება ”ეროვნულ ფორუმს”, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ეს პარტია, სამწუხაროდ, დღეს არ ჩანს.

 „ერთი გამოჩენა რაც ვნახე,  რამდენიმე დღის წინ სადღაც მაჟორიტარი აირჩიეს და ერთი განცხადება, რაც ჰქონდათ, ის იყო, რომ ბიძინა უნდა დამთავრდეს პოლიტიკაშიო. შესაბამისად, მათზეც ბევრს ვერ ვილაპარაკებ დღეს”, - განაცხადა ექსპრემიერმა.