საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც ზესტაფონში საჯარო სამსახურში კადრებს უშიშროების სამსახური ნიშნავს.
„საიდან უნდა იცოდეთ, რომ ერთი კაცი ნიშნავს ყველა კადრს? ეჭვებს ბადებს ის, რომ ყველა კადრი მისი დანიშნულია, თუმცა კვამლი არაა ტყუილად. თუ ეს ასე ხდება, სირცხვილია, ადმინისტრაციის კაბინეტებში თუ შედიან, ეს მიუღებელია. ამისთვის არ მოვსულვართ ჩვენ, რომ უშიშროებამ მართოს ქვეყანა, თუ ეს მართალია”, - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური მოწესრიგებული ადამიანია და ცდილობს, სწორად მართოს უწყება.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა უწყებებში ძველი კადრების დაბრუნების შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა. „შესაძლებელია, ძველი კადრები იმიტომ დაბრუნდნენ, რომ პროფესიონალიზმი არ ეყოთ ახალ კადრებს. ასეა შსს -შიც და პროკურატურაშიც. ბევრი პროფესიონალი ახალი კადრი არ გვყავს. თუ ადამიანს კანონი არ დაურღვევია თავის დროზე, ხაზგამყოფად ნუღარ ჩავთვლით, თუ მაშინაც მუშაობდა და დღესაც სჭირდება სახელმწიფოს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.